მარსელო: “მოგების გარდა სხვა გზა არ გვქონდა”

0
22

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” სტამბოლში “გალათასარაის” ესტუმრა დატონი კროოსის გოლით 1:0 იმარჯვა. მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან “რეალის” ბრაზილიელმა მცველმა, მარსელომ, ისაუბრა:
„ყოველ თამაშში მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. დღეს უნდა მოგვეგო, სხვა გზა არ არსებობდა. “გალათასარაისთან” თამაში, მით უფრო მის სტადიონზე ძალიან რთულია, მაგრამ, საბოლოოდ, სამი ქულა მოვიპოვეთ. ბევრი შანსი გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. ერთი გავიტანეთ და ეს საკმარისი აღმოჩნდა.