ფლორენტინო პერესი მოურინიოსთან მოლაპარაკებას აწარმოებს

0
4

ზინედინ ზიდანისთვის სტამბოლის “გალათასარაისთან” გადამწყვეტი მატჩი იქნება. El Mundo-ს ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი ფრანგი სპეციალისტის გათავისუფლებაზე ფიქრობს.
El Chiringuito-ს ჟურნალისტი ბორხა მასარო იუწყება, რომ “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ჟოზე მოურინიოსთან აწარმოებს მოლაპარაკებას.
ჩემპიონთა ლიგაზე “გალათასარაისთან” წაგების შემთხვევაში პერესი მწვრთნელ ზინედინ ზიდანს გადააყენებს.
მოურინიო “რეალს” 2010-13 წლებში ედგა სათავეში.