იურგენ კლოპი: “VAR-თან დაკავშირებით პრობლემებია”

0
19

,,ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ,,მანჩესტერ იუნაიტედთან” გამართულ მატჩზე ისაუბრა:

,,ის შედეგი არ დაფიქსირებულა, რომელსაც ვისურვებდით, მაგრამ იმის გათვალისწინებით თუ როგორ წარიმართა მატჩი, ფრით ბედნიერები უნდა ვიყოთ. პირველ ტაიმში ჩემი გუნდის თამაში არ მომეწონა. ,,მანჩესტერ იუნაიტედმა” გაიტანა გოლი, რომელმაც VAR-თან დაკავშირებული პრობლემები გვაჩვენა. როცა მსაჯი ვიდეოგამეორებას უყურებდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ გოლს არ ჩათვლიდა, ჩემთვის ეს აშკარა ჯარიმა იყო, ეს პრობლემაა. შემდეგ გავიტანეთ გოლი, რომელიც არ ჩაგვითვალეს. გამეორება არ მინახავს, მაგრამ, ალბათ, მანემ ხელით ითამაშა. ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგ იყო, თუმცა მაინც არ წავაგეთ. ასე რომ, ყველაფერი რიგზეა”, – კლოპის სიტყვებს BBC-ი ციტირებს.