დუდა სანაძე კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს

0
20

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, დუდა სანაძე კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს. სანაძემ კონტრაქტი “ოლივეირენშესთან” (ამ კლუბში უწინ ვატო ნაცვლიშვილი ასპარეზობდა) გააფორმა და სავარაუდოდ, შემდეგ ტურში, 27 ოქტომბერს პორტუგალიის ჩემპიონატში, “ლუზიტანიას” წინააღმდეგ ითამაშებს.

სანაძე ბოლოს პოლონეთის უმაღლესლიგელ “რადომში” თამაშობდა, სადაც ერთ-ერთი ბომბარდირი იყო, თუმცა ეს გუნდი პლეი ოფში ვერ გავიდა და მას ნაადრევად მოუწია სეზონის დასრულება. სხვადასხვა დროს დუდა თბილისის ,,დინამოს”, “რუსთავის”, “ბათუმის”,  აშშ-ს სტუდენტური ლიგის “სან დიეგოოს”, სლოვენიური “პრიმორსკას”, იტალიური “პისტოიას”, პოლონურ “როსა რადომის” და ესპანური  “გიპუსკოა ბასკეტის” ღირსებას იცავდა.