ბურჯანაძის სასტარტო და ორმაგი დუბლი

0
12

14 ქულა სა 10 მოხსნა” ბარსელონასთან”. “გრან კანარიას” ქართველმა ფორვარდმა ესპანური გრანდის წინააღმდეგ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში სასტარტო ხუთეულში ითამაშა და ორმაგი დუბლით მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბექა ბურჯანაძემ პირველად ითამაშა კანარელთა სასტარტო ხუთეულში, რაც მის პროგრესზე და მწვრთნელის მხრიდან ნდობის გაზრდაზე მიანიშნებს.

ბურჯანაძემ 28:43 წუთი ითამაშა და 14 ქულა და 10 მოხსნა (5 შეტევაში) მოაგროვა. ჩვენებურმა 5-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მასზე კი თამაშის წესები კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ლეგიონერის შედეგიანი გარჯა მით უფრო დასაფასებელია, რომ მას უმეტესწილად თამაში “ბარსელონას” ლიდერ ნიკოლა მიროტიჩის წინააღმდეგ უწევდა. ამ უკანასკნელმა ამერიკელი ბრენდონ დევისის მსგავსად, კატალონიელებს 20 ქულა შესძინა. მატჩი საბოლოოდ მასპინძელმა კატალონიელებმა 89:75 მოიგეს.

5 ტურის შემდეგ “გრან კანარიას” 2 მოგება აქვს ცხრილში მე-11 ადგილზეა. მე-6 ტურში, 28 ოქტომბერს, ბურჯანაძის გუნდი “ხუვენტუდს” უმასპინძლებს.