უეფამ კანკავას გოლი გამოარჩია

0
4

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მეშვიდე და მერვე ტურის გოლების საუკეთესო ათეული შეადგინა. ათეულში ჯაბა კანკავას მიერ გიბრალტარის ნაკრების კარში გატანილი შესანიშნავი გოლი მოხვდა.

გიბრალტარის ნაკრები ვლადიმირ ვაისის გუნდთან 2:3 დამარცხდა. სტუმართა მხრიდან მეორე გოლი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ შეაგდო და ანგარიში მისი გუნდის სასარგებლოდ 0:2 გახდა.

ათეულში ასევე მოხვდნენ შოტლანდიელი სტიუარტ არმსტრონგი, უნგრელი მიჰაი კორჰუტი, უკრაინელი რუსლან მალინოვსკი, პოლონელი არკადიუშ მილიკი, რუსი მაგომედ ოზდოევი, ინგლისელი მარკუს რაშფორდი, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ, ჰოლანდიელი ჟორჟინიო ვინალდუმი და ებრაელი ერან ზაჰავი.