შერმადინი ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ხუთეულში დაასახელეს

0
33

საქართველოს ნაკრების მეფარე გიორგი შერმადინი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, იუწყება ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი.

ფიბას ჩემპიონთა ლიგის გათამაშების პირველ ტურში შერმადინის “იბეროსტარმა” ტენერიფეში რუსულ “ნიჟნი ნოვგოროდს” უმასპინძლა და ქართველი ცენტრის დიდებული თამაშის ხარჯზე 81:67 დაამარცხა.

შერმადინი კუნძულელთა კლუბის სასტარტო ხუთეულში იყო და არასრულ 24 წუთში 24 ქულა მოაგროვა. გიორგიმ 14-დან 9 ორქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ბომბარდირობასთან ერთად, შერმადინი უბადლო იყო სამწამიანში და მატჩში უმეტესი – 9 მოხსნა მიითვალა. ამასთან, ქართველმა ცენტრმა 3 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მოაგროვა.

გიორგის სარგებლიანობის ინდექსმა 29-ს უწია და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

უდავოა, რომ ქართველი კალათბურთელი ესპანეთის კუნძულზე გულშემატკივრების ახალი ფავორიტია და თუ ისე გააგრძელებს თამაშს როგორც სამშაბთს, „იბეროსტარ ტენერიფეს“ ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ერთი კარგი სეზონის ჩატარებაში დაეხმარება“ – იუწყება basketbalcl.com საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრის შესახებ.

იმასაც მოგახსენებთ, რომ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის სასტარტო ტურის საუკეთესო მოთამაშეთა შორის შერმადინი მესამე ნომრად დაასახელეს, MVP კი იტალიის “დინამო სასარის” კალათბურთელი დეშუან პიერი გახდა.