შენგელიას 18 ქულამ სტამბოლში ფენერბაჰჩეს დასმარცხებლად არ იკმარა

0
22

ევროლიგის მესამე ტურში თორნიკე შენგელიასა “ბასკონია” სტამბოლში “ფენერბაჰჩეს” ესტუმრა და ფავორიტად შერაცხულ გუნდს საკმაო წინააღმდეგობა გაუწია. ქართველი ლეგიონერის წინამძღოლობით ვიტორიელებმა “ფენერს” ბოლო წუთებამდე მისდიეს, თუმცა საბოლოოდ 80:87 წააგეს. თურქული კლუბის წარმატების მთავარი ფაქტორი ფრანგი ნანდო დე კოლო იყო, რომელმაც ბასკებს 39 ქულა ჩაუგდო!

თორნიკე შენგელიას 24 წუთში 18 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და ერთი დაფარება ჰქონდა. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 23 იყო, რაც ბასკონიელთაგან საუკეთესო შედეგი გახლდათ. ამ მხრივ მატჩის საუკეთესო სტამბოლელთა ფრანგი მსროლელი, ნანდო დე კოლო იყო (44).

ბასკონიას ერთი მოგება და 2 მარცხი აქვს, რაც 18-გუნდიან ევროლიგაში მე-13 ადგილის ტოლფასია. მომდევნო ტურში, 25 ოქტომბერს, ბასკონია პირეოსის “ოლიმპიაკოსს” უმასპინძლებს.