გოგა ბითაძე: “თანაგუნდელები და მწვრთნელი ძალიან დამეხმარნენ”

0
20
“ინდიანა პეისერსის” შემადგენლობაში “მინესოტა თიმბერვულვზის” წინააღმდეგ ჩატარებული სადებიუტო მატჩის შემდეგ ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ ინტერვიუ “ინდიანას” საკლუბო ტელევიზიას მისცა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
“ვთვლი, რომ ფორმაში ჩადგომა მჭირდება, იმისათვის, რომ წინ და უკან უკეთესად ვიმოძრაო. ზოგადად კი, თამაში წავაგეთ. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, ეს მხოლოდ მოსამზადებელი მატჩი იყო. მთავარია, რეგულარული სეზონის თამაშებში გავიდეთ და მოვიგოთ. ჩემზე შემიძლია ის ვთქვა, რომ 100%-ით დავიხარჯები.
უფრო სწრაფად უნდა ვითამაშო, რათა შევძლო დაცვაში სხვადასხვა პოზიციაზე, მოთამაშეებზე გადასვლა. ეს ის კომპონენტია, რაზე მუშაობაც მჭირდება.
თავიდან ცოტას ვნერვიულობდი, თუმცა თანაგუნდელები და მწვრთნელი ძალიან დამეხმარნენ. კარგი გრძნობა იყო პარკეტზე დაბრუნება”, – განაცხადა გოგამ.
რეგულარული სეზონი კი “ინდიანასთვის” 23 ოქტომბერს იწყება და პირველ ტურში “დეტროიტ პისტონზს” შეხვდებიან.