“პუმა” “დინამოს” ტექნიკური პარტნიორი გახდა

0
25

თბილისის “დინამო არენას” მედია დარბაზში კლუბის გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ შეკრებილ ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს “დინამოს” ახალი ტექნიკური პარტნიორი – გერმანული სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ბრენდი – “პუმა” წარუდგინა. პრესკონფერენციას “პუმას” მხრიდან სპორტული ხაზის ობერ შეფი – ალექსანდერ ლოები და რეგიონული მენეჯერი – ფლორის ფროიდენტალი ესწრებოდნენ. ჟურნალისტებს ახალი ფორმის ხაზი ლევან მჭედლიძემ და გიორგი პაპავამაც წარუდგინეს. ახალი ტექნიკური პარტნიორი მომავალი სეზონიდან სამი წლის მანძილზე შემოსავს “დინამოს” და აკადემიის ასაკობრივ გუნდებს. ასევე პროდუქცია ხელმისაწვდომი იქნება “დინამოს” ოფიციალურ საკლუბო მაღაზიებში. პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ხელშეკრულება ორივე მხარისთვის სასარგებლო და ხელსაყრელია.