მესიმ “ოქროს ბუცი” მეექვსედ მიიღო

0
20
“ბარსელონას” არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ კარიერაში მეექვსე “ოქროს ბუცი” მიიღო. ლეომ ევროპულ ჩემპიონატებში გასულ სეზონზე ყველაზე მეტი გატანილი გოლის (36) მოახერხა.
არგენტინელი ვარსკვლავი ამ მაჩვენებლით ყველა დროის ლიდერია. პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს აღნიშნული პრიზი ოთხჯერ აქვს მოგებული. ეს ჯილდო მესისათვის ზედიზედ მესამეა.
„მადლობა ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვან დღეს ჩემ გვერდითაა, განსაკუთრებით ოჯახის წევრებს. ჩემი თანაგუნდელების გარეშე, ცხადია, ამას ვერ მივაღწევდი. ეს ჯილდო მთლიანად გუნდის დამსახურებაა“, – განაცხადა მესიმ “ოქროს ბუცის” მიღების შემდეგ.