მაკფადენმა ლიგა ენდესაში გაიბრწყინა

0
28

„სან პაბლო ბურგოსისა“ და საქართველოს ნაკრების წევრმა თად მაკფადენმა ესპანეთის ლიგა ენდესას მეოთხე ტურში „მურსიასთან“ დიდებული შეხვედრა ჩაატარა და შვიდი სამქულიანი ჩააგდო.

თადმა ამ ნიშნულს ათი ცდიდან უწია. საბოლოოდ, შეხვედრა 23 ქულით დაასრულა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში (92:82) დიდი წვლილი შეიტანა. მაკფადენის მსგავსი შედეგი მეოთხე ტურში სხვა მოთამაშეებს არ ჰქონიათ და ჩაგდებული სამქულიანებით საუკეთესო გახდა.

„ბურგოსმა“ სეზონი წარმატებულად დაიწყო და ოთხივე მატჩის მოგება მოახერხა, შესაბამისად, სატურნირო ცხრილს მადრიდის „რეალთან“ ერთად ლიდერობს.