ვეტერან ფეხბურთელთა ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე

0
14

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქართველმა ვეტერანმა ფეხბურთელებმა საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ამერიკელი ვეტერანების საფეხბურთო კლუბს “ბოსტონ ბრეივს” უმასპინძლეს. სხვადასხვა თაობის ვეტერან ქართველ ფეხბურთელებთან ერთად ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მიიღო.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი ქართველი ვეტერანების გამარჯვებით, ანგარიშით – 2:1 დასრულდა. გამარჯვებულთა მხრიდან გოლები ლევან კობიაშვილმა და დავით სირაძემ გაიტანეს.