სუპერმარიო ბითაძემ ახალწვეულთა ვოკალური კონკურსი მოიგო

0
20

სეზონის დაწყებამდე ნბა-ში სხვადასხვა შოუები იმართება და ერთ-ერთი ასეთი ამბის მთავარი გმირიც გოგოა ბითაძე გახდა. ნბა-ს გასულ დრაფტზე არჩეულმა ახალწვეულებმა გულშემატკივართათვის შოუ დადგეს, სადაც პოპულარული ჰიტები შეასრულეს. გამარჯვებული გახდა “ინდიანა პეისერსის” ქართველი ცენტრი, რომელიც გასულ დრაფტზე ინდიანაპოლისელებმა მე-18 ნომრად აიყვანეს.

კომპიუტერული თამაშის გმირ სუპერმარიოს ფორმაში გამოწყობილმა ქართველმა ცენტრმა კრისტინა აგილერას სიმღერა, Genie In a Bottle შეასრულა და ქომაგების დიდი მოწონება დაიმსახურა. ბითაძის მთავარმა კონკურენტმა, უკვე სუპერვარსკვლავად შერაცხულმა ზაიონ უილიამსმა სასიმღერო და ქორეოგრაფიული ნიჭი ვერ გამოავლინა. დრაფტზე პირველ ნომრად არჩეულმა “ნიუ ორლეანის” ახალწვეულმა უიტნი ჰიუსტონის I Wanna Dance with Somebody შეასრულა, თუმცა მელოდიას ვერ აჰყვა და სიმღერის ტექსტსაც ტელეფონიდან კითხულობდა.