ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად გნაბრი დაასახელეს

0
4
მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი სერჟ გნაბრი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
გნაბრიმ სტუმრად ლონდონის “ტოტენჰემს” 4 გოლი გაუტანა, ხოლო “ბაიერნმა” “დეზები” 7:2 დაამარცხა.
საუკეთესოს წოდებისთვის ასევე იბრძოდნენ “ბარსელონას” ფორვარდი ლუის სუარესი, “ბრიუგეს” თავდამსხმელი დენის ბონავენტურა და “დორტმუნდის” მცველი აშრაფ ჰაკიმი.
გნაბრიმ თავი სანაკრებო დონეზეც გამოიჩინა – გერმანია-ნიდერლანდების ტესტ-მატჩში (2:2) მან გოლის გატანა მოახერხა.