დამაჯერებელი გამარჯვება უნგრეთში

0
4

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო ევროშესარჩევი ციკლი. რამაზ სვანაძის გუნდმა მასპინძელი უნგრეთი 4:2 დაამარცხა.

შეხვედრა ჩვენი გუნდის უპირატესობით დაიწყო – ხვიჩა კვარაცხელიამ თავისივე წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმიდან შეაგდო. მალევე უნგრელებმა მეკარის შეცდომით ისარგებლეს და ანგარიში გაათანაბრეს.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა თითქოს უკეთ დაიწყო, თუმცა დაცვაში დაშვებულ უხეშ შეცდომას პენალტი მოჰყვა და სკრიბეკმა თავისიანები დააწინაურა.

დარჩენილ დროში კი მასპინძლებმა, რომლებიც კაცნაკლულები თამაშობდნენ, გააქტიურებულ ქართველებთან ვერაფერი გააწყეს – გიორგი გულიაშვილმა, გიორგი მოისწრაფიშვილმა და ანზორ მექვაბიშვილმა ერთმანეთზე უკეთესი გოლები შეაგდეს და ჩვენმა გუნდმაც მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 4:2.

რამაზ სვანაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა:
კუტალაძე, კაპანაძე (ჭავჭანიძე 86), გელაშვილი, კალანდაძე, ჯანგიძე, აზაროვი, მექვაბიშვილი, მესიაჩენკო (იაკობიძე 60), გულიაშვილი, დავითაშვილი (ნონიკაშვილი 86), კვარაცხელია (მოისწრაფიშვილი 32).

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 12 ოქტომბერს ჩაატარებს ყაზახეთთან, რომელიც დღეს 0:3 დამარცხდა ხორვატებთან.