ბათუმი – სტადიონის მშენებლობა აქტიურ სტადიაშია და ფინიშზე გადის

0
8

ბათუმის სტადიონის მშენებელობა აქტიურად მიმდინარეობს. დაიწყო მოედნის მინდვრის საფარის დაგების წინამოსამზადებელი სამუშაოები. მინდვრის საფარისთვის გამოყენებულია “პოას” ჯიშის ბალახი. პარალელურ რეჟიმში გრძელდება შიდა სარემონტო სამუშაოები, ეწყობა გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა და დოპინგ ოთახები.
მოედნის ფასადის მოსახვა და გადახურვა არქიტექტურული მემბრანით დასრულდა. გარე პერიმეტრზე იგეგმება 1200 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის მოწყობა. მოედანი სრულადაა ადაპტირებული და ეტლით მოსარგებლე პირებისთვის 60 ადგილია გამოყოფილი.