ხორხე ვალდანო: „გვატყუებენ, თითქოს VAR-მა ფეხბურთი უფრო სამართლიანი გახადა“

0
5

მადრიდის “რეალის” არგენტინელი ყოფილი ფეხბურთელი და შემდგომში მწვრთნელი, ხორხე ვალდანო, ვიდეორეფერიზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ტექნოლოგია არ მოსწონს:
„ვიდეოგამეორებას არ ვენდობი. ის არ მომწონს. გვატყუებენ, როდესაც გვეუბნებიან, რომ VAR-მა ფეხბურთი უფრო სამართლიანი გახადა. ვერ ვხვდები, რომელ სამართლიანობაზე საუბრობენ.
თერთმეტმეტრიანს ერთ დღეს სხვანაირად ხსნიან, მეორე დღეს – სხვანაირად. მაწუხებს, როდესაც გოლი მილიმეტრიანი თამაშგარის გამო უქმდება. ეს ყველაფერი უკვე ხელოვნური მგონია და მაეჭვებს.
ზოგადად ტექნოლოგიების მომხრე ვარ, მაგრამ ფეხბურთში – არა. ფეხბურთი პრიმიტიულია და მთავარი წარმატებაც ეს არის“, – აცხადებს ხორხე ვალდანო.