ძლიერი წვიმა და დრამატული მატჩი ბათუმში – დინამოების შეხვედრა ფრედ დასრულდა!

0
7

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში, ანგისას ბაზაზე ჩატარდა, სადაც ადგილობრივმა “დინამომ”, თბილისის “დინამოს” უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა.

პირველი ტაიმი ბათუმელთა უპირატესობით წარიმართა, მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე – 56-ე წუთზე ჯოვინოს დარტყმული გიორგი პაპავას ხელზე მოხვდა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც თვითონ ბრაზილიელმავე გაიტანა და მიმდინარე სეზონში მე-15 გოლი მიითვალა.

თბილისელებს მთელი მატჩი კარში არ ჰქონდათ დარტყმული, თუმცა გიორგი ზარიას ნაცვლად 79-ე წუთზე შემოსული გიორგი მჭედლიძეს ბურთთან პირველივე შეხება 83-ე წუთზე გოლით დასრულდა! “დინამოს” ახალწვეულმა კაპლიენკოს პასით გაიტანა.

დარჩენილ დროში ბათუმელები სახიფათოდ უტევდნენ, თუმცა მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა. შეხვედრას მარსელ ბირსანის ხელმძღვანელობით რუმინელ მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა.

ჩემპიონატის ფინიშამდე ექვსი ტურით ადრე ბათუმელები და თბილისელები 62-62 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობენ, 57 ქულით მესამეა საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “საბურთალო’.