დავითაშვილი პრემიერლიგის სიმბოლურშია

0
3

წარმატებული გამოდგა ზურიკო დავითაშვილისთვის რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტური – ქართველი ლეგიონერების “რუბინმა” “ტამბოვი”  2:1 დაამარცხა. “რუბინის” რიგებიდან მეორე გოლი  ტრავმამოშუშებულმა დავითაშვილმა გაიტანა. ქართველმა ლეგიონერმა სადებიუტო გოლით “რუბინის” უპირატესობა ორამდე 32-ე წუთზე გაზარდა.

სადებიუტო გოლისა და წარმატებული შეხვედრის შემდეგ, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ  ზურიკო დავითაშვილი დასახელდა.

ტურის მიწურულს დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის სიმბოლურშიც შეიყვანეს.