ვალვერდე: ,,მესი და სუარესი კარგ ფორმაში არიან”

0
4

კატალონიის ,,ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, ,,სევილიასთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,მესი და სუარესი ისევ კარგ ფორმაში არიან, მათ ეს ,,ინტერთან” მატჩში დაამტკიცეს. დაიწყებენ თუ არა ისინი თამაშს ძირითად შემადგენლობაში? ამას კვირას გადავწყვეტ. მიმდინარე სეზონში ორივე ფეხბურთელი ტრავმამ შეაწუხა, მაგრამ რაც მეტს ითამაშებენ, მათი ფორმა მით უფრო უკეთესი იქნება.
ყველაფერი შესანიშნავადაა. ახლა მატჩი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ გველის. ჩვენი მიზანი წინსვლაა’,’ – ვალვერდეს სიტყვებს Goal ციტირებს.
ექვს ოქტომბერს ლა ლიგის მერვე ტურში ,,ბარსელონა” ,,სევილიას” უმასპინძლებს.