რონალდუს ყოველდღიური ცხოვრების წესი – ვარჯიში, დიეტა, ძილი

0
4

როდესაც საქმე დიეტას ეხება, კრიშტიანუ რონალდუ სპორტსმენებს შორის მართლაც სამაგალითოა და იგი თითქმის არასდროს ცვლის კვების რაციონს.

34 წლის პორტუგალიელი პროტეინებით და კარბოჰიდრატებით გაჯერებულ საკვებს დღის განმავლობაში ექვსჯერ იღებს – მისი მთავარი კერძი კი პასტა და ქათმის ხორცია. აღსანიშნავია, რომ რონალდუ საკვებს ყოველთვის მარილისა და ზეთის გარეშე ამზადებს.

როდესაც საქმე სასმელებს ეხება, რონალდუ აქაც მკაცრად იცავს დიეტას. დღის განმავლობაში მხოლოდ წყალს იღებს, ხოლო დილას ხილის წვენით იწყებს.

კრიშტიანუს ვარჯიშის ინდივიდუალური გეგმა აქვს, რომელსაც არასდროს არღვევს. ის დარბაზში კვირაში ხუთჯერ ვარჯიშობს და დამატებით აერობიკით და ცურვით იტვირთება.

და ბოლოს, ძილის მკაცრი რეჟიმი, რომელიც სპორტსმენს ძალების აღდგენაში ეხმარება. რონალდუ ყოველთვის ერთსა და იმავე დროს იძინებს და იღვიძებს. გარდა ამისა, იგი დღეში ერთხელ სადილის შემდეგაც ისვენებს, რაც სამხრეთ ევროპაში მიღებული წესია.