მზადება ირლანდიელთა დასახვედრად

0
7

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების მოსამზადებელ ეტაპს 7 ოქტომბრიდან გეგმავს. ვლადიმირ ვაისის მიერ დასახელებულ 24 კაციან შემადგენლობაში, ერთი იძულებითი ცვლილება განხორციელდა. ტრავმის გამო ეროვნულ ნაკრებს ლაშა დვალი გამოაკლდა. უნგრული „ფერენცვაროშის“ ფეხბურთელს, ბათუმის „დინამოს“ წევრი გიორგი ნავალოვსკი შეცვლის.

მიმდინარე წლის ბოლო საშინაო შეხვედრას, საქართველოს ნაკრები ჯგუფის ლიდერ ირლანდიის ნაკრებთან 12 ოქტომბერს, თბილისის დინამო არენაზე გამართავს. 15 ოქტომბერს ჩვენი გუნდი სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა ირლანდიისა და გიბრალტარის წინააღმდეგ:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ);
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი).

უახლოესი ორი მატჩისთვის, ცნობილია კიდევ შვიდი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.
ლევან გეგეჭკორი, ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ლუკა ზარანდია (ზულტე-ვარეგემი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ლევან კუტალია (დინამო თბილისი).

როგორ მოგეხსენებათ, ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბისა და ასაკობრივი გუნდების მწვრთნელებთან კომუნიკაციის შედეგად გადაწყდა, რომ 19 წლის ლევან ხარაბაძე საქართველოს 21 წლამდე ნაკრებს შეუერთდება. ციურიხის ქართველი ლეგიონერი, 11 ოქტომბერს შვეიცარიაში დაგეგმილი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ყაზანის “რუბინის” 18 წლის შემტევები, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია კი, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებთან ერთად, 9-15 ოქტომბერს უნგრეთში,  ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგი:
12 ოქტომბერი, 17:00
საქართველო – ირლანდია
15 ოქტომბერი 22:45
გიბრალტარი – საქართველო