“ბარსა” ვალვერდეს შემცვლელად გალიარდოს ფიქრობს…

0
4

კატალონიის ,,ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად, შესაძლოა ,,რივერ პლეიტის” მწვრთნელი, მარსელო გალიარდო დაინიშნოს. ინფორმაციას TNT Sports-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თუ ერნესტო ვალვერდე გუნდში არსებულ სიტუაციას ვერ გამოასწორებს, ,,ბარსელონას” ხელმძღვანელობა მისი შემცვლელის მთავარ კანდიდატად სწორედ გალიარდოს განიხილავს.

კატალონიური კლუბი არგენტინელ სპეციალისტს უკვე დაუკავშირდა. გალიარდოს ,,რივერ პლეიტი” კოპა ლიბერტადორესის ნახევარფინალში ,,ბოკა ხუნიორსს” ხვდება – გუნდებს შორის გამართულ პირველ შეხვედრაში ,,რივერმა” 2:0 იმარჯვა. მარსელოს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

მოთამაშეობისას გალიარდომ ატლანტის 1996 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ევროპაში კი პსჟ-ს ღირსება დაუცავს.