ლეო მესი: „მიხარია, სეზონში პირველად სრულად რომ ვითამაშე“

0
5

კატალონური „ბარსელონას“ კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში „ინტერთან“ გამარჯვების შემდეგ (2:1), ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

„დავიღალე, მაგრამ მიხარია, რომ ამ სეზონში პირველად ვითამაშე 90 წუთი. ჯერჯერობით თამაშის რითმში შესვლა ოდნავ მიჭირს. ბიჭებს გამარჯვებას ვულოცავ. რთულ ჯგუფში ვართ და აუცილებლად უნდა გაგვემარჯვა. ჩვენი ამოცანა პირველი ადგილის დაკავებაა. „ინტერის“ დამარცხება ძალიან რთულია. ისინი თითქმის არ ტოვებენ თავისუფალ ზონებს ხაზებს შორის. საბედნიეროდ მოვახერხეთ და გავიმარჯვეთ“, – ციტირებს მესის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.