მადრიდულ დერბიში “ვანდა მეტროპოლიტანოზე” დასწრების რეკორდი დამყარდა

0
3

ესპანეთის ლა ლიგის მეშვიდე ტურში ,,ატლეტიკომ” ,,რეალს” უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.  მატჩი ,,როხიბლანკოს” სტადიონზე – ,,ვანდა მეტროპოლიტანოზე” გაიმართა. მადრიდულ დერბის 68 032 მაყურებელი დაესწრო, რაც ,,ატლეტიკოს” ახალი არენასთვის რეკორდული მაჩვენებელია.
წინა რეკორდიც – 67 752 მაყურებელი, 2019 წლის თებერვალში, ასევე ,,ატლეტიკოსა” და ,,რეალის” შეხვედრაში დამყარდა.
,,ვანდა მეტროპოლიტანო” 2017 წელს გაიხსნა. სტადიონი, რომლის მშენებლობაც 240 მილიონი ევრო დაჯდა, ოფიციალური მონაცემებით 67,829 ადამიანს იტევს.