ჯაბა ბრეგვაძე: „​​​​​​​მოგებას გულშემატკივრებს ვუძღვნით”

0
5

საქართველოს ნაკრებმა 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა ითამაშა და ურუგვაი 33:7 დაამარცხა.
მოგვიანებით, მატჩი ბორჯღალოსანმა ჯაბა ბრეგვაძემ შეაფასა:
„დიდი მადლობა ყველა ქართველს, ვინც აქ ჩამოვიდა და გვერდში დაგვიდგა, დიდი მადლობა ყველა  იმ გულშემატკივარსაც, ვინც საქართველოდან გვიგულშემატკივრა. ეს მათთვის გავაკეთეთ. გვინდოდა, მოედანზე ამაყები ვყოფილიყავით, ჩვენ ერსაც ეამაყა”.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის შემდეგ შეხვედრას, საქართველოს ნაკრები სამ ოქტომბერს, ფიჯის წინააღმდეგ გამართავს.