ბათუმელთა მიჯრით მეშვიდე მოგება და ერთპიროვნული ლიდერობა

0
7

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურის მატჩში ქუთაისის “ტორპედომ” ბათუმის “დინამოს” უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მასპინძლებმა ანგარიში მეცამეტე წუთზე გახსნეს  – ბათუმელთა კარი ზაზა ციცქიშვილმა აიღო. “დინამომ” წონასწორობა მალევე აღადგინა, როინ კვასხვაძეს გიული მანჯგალაძემ გაუტანა. პირველი ტაიმის მიწურულს ბათუმელთა საუკეთესო მეგოლემ თავისი გუნდი თერთმეტმეტრიანი დარტყმით წინ გაიყვანა. ჯოვინო ფლამარიონმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-14 გოლი მიითვალა. შეხვედრის მეორე ნახევარში მომენტები საკმაოდ იყო, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა. ბათუმის “დინამომ” ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა მოიგო.

ამ გამარჯვებით გია გეგუჩაძის გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში ისევ ერთპიროვნულად გალიდერდა. ამ დროისთვის ბათუმელებს 61 ქულა აქვთ და თბილისის “დინამოს” სამი ქულით უსწრებენ. მოქმედი ჩემპიონი “საბურთალო” 54 ქულით მესამეა. ორ ოქტომბერს თბილისის “დინამო” და “საბურთალო” გამოტოვებულ მატჩს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ჩააატარებენ.