ესტებან მენესესი: “საქართველოსთან გამარჯვების გვჯერა”

0
4
ურუგვაის მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ესტებან მენესესი  El Observador-თან მიცემულ ინტერვიუში საკმაოდ თავდაჯერებული ჩანს.
“საქართველოსთან მატჩიც მსოფლიოს შოკში ჩასაგდებ შეხვედრებში შეგვყავს და იმის გაკეთებას ვაპირებთ, რაც მიზნად დავისახეთ. ფიჯისთან გამარჯვება სწორედ ასეთი შოკი იყო და ამასთანავე, დიდი მხიარულება. ამ ყველაფერს საქართველოს წინააღმდეგ გამოვიყენებთ, რადგან შეუძლებელია მსგავსმა მოგებამ თვითრწმენაზე დადებითად არ იმოქმედოს. ფიჯისთან გამარჯვება გზას გაგვინათებს. საქართველოს წინააღმდეგ თამაშისას უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში განვლილი მოსამზადებელი პროცესი დაგვეხმარება. წინ რთული 80 წუთი გველოდება. სწორედ ეს 80 წუთი გვაქვს დარჩენილი 2023 წლის მსოფლიო თასზე ავტომატურად მოსახვედრად. ჩვენ გვჯერა გამარჯვების და ამისთვის მომზადებულებიც ვართ”, – განაცხადა 47 წლის მენესესმა.