შოთამ “ფახთაქორი” ზედიზედ მეორე ფინალში გაიყვანა

0
24

შოთა არველაძეს სამწვრთნელო დუბლის შესრულების შანსი აქვს. უზბეკეთის თასის ნახევარფინალში ქართველის სპეციალისტის გაწვრთნილმა „ფახთაქორმა“ შინ „ნასაფს“ 2:1 სძლია და ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.
ტაშკენტელები გადამწყვეტ შეხვედრას აგმკ-სთან ჩაატარებენ, რომელთან შარშან ფინალში 1:2 დამარცხდნენ.
შეგახსენებთ, რომ „ფახთაქორმა“ უზბეკეთის ჩემპიონატი ფინიშამდე ექვსი ტურით ადრე მოიგო.