ქვილითაიას დუბლი ბელგიის თასზე

0
18

ბელგიის თასზე გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა. „გენტის“ ქართველ ფორვარდს გუნდის დამრიგებელმა იეს თორუპმა შანსი მეთექვსმეტედფინალში „აალსტთან“ დაპირისპირებისას მისცა და ჩვენებურმაც ჩინებულად ითამაშა.

გიორგიმ მე-9 და მე-60 წუთებზე დუბლი გაიფორმა, მერე კი იუია კუბოს გოლშიც მიიღო აქტიური მონაწილეობა. საბოლოოდ „გენტმა“ 4:0 იმარჯვა და მერვედფინალში გავიდა.

25 წლის ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლები გაიტანა.