კონფერენციათა ლიგა – უეფას მესამე საკლუბო ტურნირი

0
15
უეფამ მესამე საკლუბო ტურნირის შექმნის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
ტურნირის სახელი კონფერენციათა ლიგა იქნება და 2021 წელს აიღებს სტარტს.
კონფერენციათა ლიგა ბევრ ევროპულ კლუბს მისცემს შესაძლებლობას, საერთაშორისო არენაზე მიიღოს მონაწილეობა. ეს ტურნირი საქართველოსთვის განვითარების კარგი შესაძლებლობაა.
კონფერენციათა ლიგის ფორმატი ჩემპიონთა ლიგის მსგავსი იქნება, 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, ჯგუფებში გამარჯვებულები პირდაპირ გავლენ 1/8-ფინალში.
ჯგუფების მეორეადგილოსნები ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამეადგილოსნებს პლეი ოფში გასასვლელ მატჩებში შეხვდებიან.
კონფერენციათა ლიგის გამარჯვებულს მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება ექნება.