თბილისის “დინამო” ბათუმს კვლავ კვალში უდგას

0
22

ივანწმინდაში საჩხერის “ჩიხურასა” და თბილისის “დინამოს” შორის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურის შეხვედრა გაიმართა. დაპირისპირება ორმხრივ შეხვედრებში მიმდინარეობდა და მატჩის მიმდინარეობისას როგორ ერთ ისე მეორე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის კარგი შანსი, მაგრამ პირველი გოლი მხოლოდ მატჩის მიწურულს გავიდა. ანგარიში სტუმრებმა გასხნეს. “ჩიხურას” კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი ლევან კუტალიამ გამოიყენა და “დინამო” დააწინაურა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი კუტალიამ მეორეს გაიტანა, დუბლი გაიფორმა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა. ამ გამარჯვებით დინამოელები გათამაშების ლიდერს ქულათა რაოდენობით  ისევ მიუახლოვდნენ და ბათუმის “დინამოსთან” მხოლოდ ერთქულიანი ჩამორჩენა რჩებათ (თბილისის “დინამო” 57 ქულით მეორე პოზიციას იკავებს). თბილისის “დინამოს” მთავარ კონკურენტთან შედარებით ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.