„რეალმა“ ზიდანის შემცვლელის ძებნა დაიწყო

0
4

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „პარი სენ ჟერმენთან“ 0:3 წაგების შემდეგ, სერიოზულად შეირყა  მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის პოზიცია.

მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა სამ კანდიდატურას განიხილავს ფრანგი სპეციალისტის შესაცვლელად, – იტყობინება „მარკა“. ამ სიაში მოხვდნენ ჟოზე მოურინიუ, მასიმილიანო ალეგრი და რაული, რომელიც „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებს.

უახლოეს დღეებში „რეალი“ აპირებს მოლაპარაკებების გამართვას მოურინიუსთან, რომელიც 2010-13 წლებში იყო მადრიდელთა დამრიგებელი.

კიდევ ერთ კანდიდატად სახელდება ჩაბი ალონსო. ის დღეს „რეალ სოსიედადის“ ახალგაზრდულ გუნდთან მუშაობს. მის კანდიდატურას განიხილავს პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი.

სიტუაციას ართულებს, რომ ზიდანთან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის შემთხვევაში, „რეალმა“ ფრანგს 80 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.