ბათუმის “დინამომ” ლიდერობა გაიმყარა

0
18

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28–ე ტურის ცენტრალურ შეხვედრას ანგისას ბაზამ უმასპინძლა, სადაც ბათუმის “დინამომ” “საბურთალო” მიიღო და მძიმე ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანა. სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. შეხვედრის პირველ ნახევარში გუნდები ფრთხილობდნენ, თუმცა მეორე ტაიმში მასპინძლებმა შეტევებს მოუხშირეს და ერთ-ერთი მათგანი გოლითაც დასრულდა. ბათუმელთა უპირატესობა მას შემდეგ გახდა თვალსაჩინო რაც სტუმარები მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით დარჩნენ. მატჩის მთავარმა არბიტრმა უხეშობითვის ელვინ ტერა გააძევა.

ამ გამარჯვებით ბათუმის “დინამომ” კონკურენტები კიდევ უფრო ჩამოიტოვა.

28 ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდს 58 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს. “საბურთალო” კი 51 ქულით მესამე პოზიციაზეა.