ორმა ფრემ სამი პოზიციით დაგვაწინაურა

0
22

FIFA-ს სანაკრებო რეიტინგში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ადგილი სამი საფეხურით გაიუმჯობესა. განახლებული რეიტინგის მიხედვით, ჩვენი  ნაკრები 94-ე ადგილიდან 91-ე ადგილზე გადავიდა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სექტემბერში ორი მატჩი ჩაატარა. სლოვაკი სპეციალისტის ვლადიმირ ვაისის რჩეულებმა სტამბოლში, სამხრეთ კორეას წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართეს. შეხვედრა 2:2 დასრულდა. შემდეგ კი იყო ევროშესარჩევი მატჩი დანიასთან, თბილისის “დინამო არენაზე”. ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ასევე ფრედ 0:0 დასრულდა.

უძლიერესთა ხუთეულს შემდეგი სახე აქვს:
ბელგია (1752);
საფრანგეთი (1725);
ბრაზილია (1719);
ინგლისი (1662);
პორტუგალია (1643).