შენგელიამ ბასკეთის თასი მოიპოვა

0
13

ბასკეთის საკალათბურთო თასი, რომელიც ყოველი სეზონის დაწყებამდე იმართება და რომელშიც ესპანეთის ამ რეგიონის ორი საუკეთესო გუნდი ერკინება, თორნიკე შენგელიას ვიტორიას “ბასკონიამ” მოიგო. ვიტორიელებმა სათასო მატჩში ბილბაოს “რეტაბეტი” 66:55 დაამარცხა.

ყველაზე მეტი ბილბაოელმა კულბოკამ ჩააგდო, შენგელია კი “ბასკონიას” ბომბარდირი გახდა. მის ანგარიშზე 15 ქულაა. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, ამერიკელმა მეტ ჯენინგმა (თოკოს თანაგუნდელი) შეხვედრა 7 ქულით დაასრულა.