კაკაბაძემ შვეიცარიის თასზე გაიტანა

0
18
შვეიცარიის თასის მეთექვსმეტედფინალში ოთარ კაკაბაძის “ლუცერნმა” სტუმრად 4:0 დაამარცხა დაბალდივიზიონელი “ვოლენი” და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ანგარიში 54-ე წუთზე კაკაბაძემ გახსნა, რომელმაც “ლუცერნში” გამოსვლისას თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მერვედფინალში “ლუცერნი” ციურიხის “გრასჰოპერსს” შეხვდება.