“იუვენტუსის” უმთავრესი სატრანსფერო სამიზნე ისკოა

0
14

იტალიის ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი ტურინის ,,იუვენტუსი” მთავარ სამიზნედ მადრიდის ,,რეალის” ნახევარმცველს, ისკოს განიხილავს. Calciomercato-ს ცნობით, ტურინული გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდება.

მიმდინარე სეზონში ისკოს ,,რეალში” რეგულარული სათამაშო დრო არ აქვს. ესპანური პრესის ინფორმაციით, ,,სამეფო გუნდი” ესპანელში 75 მილიონ ევროს ითხოვს.

მოქმედი ხელშეკრულება ნახევარმცველს ,,რეალთან” 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გასულ სეზონში ფეხბურთელმა მადრიდული გუნდის მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა.