აბურჯანიას სადებიუტო გოლი “ტვენტეში”

0
13

ჰოლანდიის ერედივიზიონის მეექვსე ტურში ენსხედეს ,,ტვენტემ” “სიტარდთან” გასვლაზე 3:2 იმარჯვა.

,,ტვენტეს” შემადგენლობაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა გიორგი აბურჯანიამ, რომელიც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან, 61-ე წუთზე ჩაერთო და მინდორზე გასვლიდან ხუთ წუთში ანგარიში 0:3 გახადა.

ერედივიზიონის ექვსი ტურის შემდეგ ,,ტვენტე” 12 ქულით მესამე ადგილს იკავებს. ენსხედელებს ჯერჯერობით წაგება არ აქვთ.