გიორგი შერმადინმა ტურნირი მოიგო

0
24

გიორგი შერმადინის “იბეროსტარი” – “კოსტა ადეხე ტენერიფეს” ტურნირის გამარჯვებულია. ფინალურ მატჩში ტენერიფელებმა “ფუენლაბრადა” გაანადგურეს. შეხვედრის საბოლოო ანგარიშია 103:75 “ტენერიფე იბეროსტარის” სასარგებლოდ.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 16:19 წუთი გაატარა. შერმადინმა 9-დან 5 ორქულაინი ჩააგდო და საბოლოოდ 10 ქულა დააგროვა, რასაც 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. შერმადინის გუნდში საუკეთესო იყო ფრან გუერა, რომელმაც 12 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ბომბარდირი კი 19 ქულით საშუ სალინი გახდა.

მატჩის შემდეგ ტენერიფელებს ტურნირის საჩემპიონო თასი გადაეცათ.