კრიშტიანუს პოკერი ვილნიუსში

0
4

ევროპის 2020 წლის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრაში, ლიეტუვამ საკუთარ მოედანზე პორტუგალია მიიღო და 1:5 დამარცხდა.

ვილნიუსის შეხვედრა კრიშტიანუ რონალდუს ბენეფისი გამოვიდა – კრიშტიანუმ ბალტიისპირელებს ოთხი გოლი გაუტანა. რონალდუმ ლიეტუვას კარი მეშვიდე (პენალტით), 62-ე, 65-ე და 76-ე წუთებზე აიღო. 28-ე წუთზე ანდრიუსკევიჩუსმა ჩრდილოელთა ერთადერთი გოლი გაიტანა, ხოლო 92-ე კარვალიუმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ პორტუგალია რვა ქულით B ჯგუფში მეორე პოზიციაზეა, ლიდერ უკრაინას კი 13 ქულა აქვს.