გიორგი ლორია სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს

0
6

ცნობილმა სპორტულმა საიტმა sofascore.com-მა ტრადიციულად ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. კვირის საუკეთესო სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია.

ლორიამ საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიასთან მატჩში რამდენიმე აშკარა გოლისგან იხსნა. ქართველი მეკარის შეფასება საიტის მიხედვით 8,8 ქულაა.

სიმბოლურ ნაკრებში ასევე  მოხვდა კრიშტიანუ რონალდუ , რომელმაც ლიეტუვას ეროვნულ გუნდს ოთხი გოლი გაუტანა.

კვირის გუნდში ასევე ადგილი მოიპოვეს მეზობელი სომხეთის ეროვნული ნაკრების ორმა წევრმა მხითარიანმა და ამბარცუმიანმა. ყველასთვის მოულოდნელად სომხეთმა 4:2 ბოსნია დაამარცხეს.

Sofascore.com-ის ვერსიით საკვალიფიკაციო ეტაპის სიმბოლური გუნდი:

მეკარე: ლორია 8,8 (საქართველო);
მცველები: რიკარდო როდრიგესი 8,6 (შვეიცარია), ალექსანდრ დრაგოვიჩი 8,3 ( ავსტრია), ჰოვანეს ამბარცუმიანი 8,5 (სომხეთი);
ნახევარმცველები: რაჰიმ სტერლინგი 9,5 (ინგლისი), ტიაგო ალკანტარა 9,3 (ესპანეთი ), იანის კოუსოულოსი 9,2 (კვიპროსი) , ჯეიდონ სანჩო 8,8 (ინგლისი);
თავდამსხმელები: ჰენრიკ მხითარიანი 9,5 (სომხეთი), კევინ დე ბრუინი 10 (ბელგია), კრიშტიანუ რონალდუ 10 (პორტუგალია).