არგენტინელთა და ესპანელთა ნახევარფინალი

0
2

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა არგენტინისა და სერბეთის ნაკრებებს შორის, 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონების, სამხრეთ ამერიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 97-87 დასრულდა.

სერხიო ერნანდესის გუნდს ფაკუნდო კამპასომ ულიდერა, გამთამაშებელმა 27 წუთში 14 ქულა, 12 შედეგიანი გადაცემა, ხუთი მოხსნა და სამი ჩაჭრა მოაგროვა. 20 ქულა, ხუთი მოხსნა, ორი პასი, თითო დაფარება და  ჩაჭრა ლუის სკოლას ანგარიშზეა.

სერბეთის ნაკრებში 16 ქულით, 10 მოხსნით, ხუთი შედეგიანი გადაცემით, თითო ჩაჭრითა და  დაფარებით ნიკოლა იოკოჩი გამოირჩა. ნემანია ბიელიცამ 18 ქულას, 7 მოხსნასა და ორ ჩაჭრას მოუყარა თავი, ბოგდან ბოგდანოვიჩმა კი 21 ქულას, ოთხ მოხსნასა და ორ პასს.

არგენტინელთა ნახევარფინალის მეტოქე აშშ-სა და საფრანგეთის ნაკრებების შეხვედრა გაარკვევს.

კიდევ ერთი ნახევარფინალისტი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი ესპანეთია, რომელმაც მეოთხედფინალში პოლონეთს დამაჯერებლად სძლია.