არგენტინამ მესის გარეშე მოიგო, ბრაზილია პერუსთან დამარცხდა

0
4

ლეო მესის გარეშე არგენტინის ნაკრები აშშ-ში მექსიკას შეხვდა და 4:0 დაამარცხა. სკალონის გუნდმა მეტოქეს ოთხივე გოლი პირველივე ტაიმში გაუტანა. ანგარიშის გახსნა მე-17 წუთზე ლაუტარო მარტინესმა შეძლო, რომელმაც პარედესის გადაცემით ისარგებლა. 22-ე წუთზე ფორვარდს პალასიოსმა გაატანინა. 33-ე წუთზე პარედესმა პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიშში სხვაობა სამამდე გაზარდა. პირველი ნახევრის მიწურულს მარტინესმა ჰეთ თრიკი გაიფორმა.

ითამაშა ბრაზილიის ნაკრებმაც, რომელიც “კოპა ამერიკის” ფინალისტ პერუსთან 0:1 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს, 85-ე წუთზე გავიდა.