სერხიო რამოსი კასილასს გაუთანაბრდა და მხოლოდ ბუფონს ჩამორჩება

0
2

ესპანეთის ნაკრების მცველი, სერხიო რამოსი ფარერებთან შეხვედრაში, ეროვნული გუნდის მაისურით მოედანზე კარიერაში 167-ედ გავიდა.

ამ მაჩვენებლით 33 წლის ფეხბურთელი ,,ფურია როხას” ყოფილ მეკარეს, იკერ კასილასს გაუთანაბრდა და ახლა მასთან ერთად პირველ ადგილს იყოფს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის მასშტაბით ეროვნულ ნაკრებში სერხიო რამოსზე მეტი მატჩი მხოლოდ ჯანლუიჯი ბუფონს აქვს გამართული, იტალიელის ანგარიშზე 176 შეხვედრაა.