FIFA 2020 – მესი ყველაზე რეიტინგულია

0
3

FIFA 2020-ის გამოსვლამდე არცისე დიდი დრო რჩება. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული თამაში სექტემბრის ბოლოს ხელმისაწვდომი იქნება. უკვე ცნობილია, რომ თამაშში ყველაზე მეტი რეიტინგი (94) ლეო მესის აქვს. საინტერესოა, როგორ გამოიყურება ყველაზე რეიტინგული ფეხბურთელების სია:

ფეხბურთელი გუნდი ნაკრები პოზიცია რეიტინგი
ლეო მესი ბარსელონა არგენტინა RW 94
კრიშტიანუ რონალდუ იუვენტუსი პორტუგალია ST 93
ნეიმარი პსჟ ბრაზილია LW 92
ედენ აზარი რეალი ბელგია LW 91
კევინ დე ბრუინი სიტი ბელგია CAM 91
იან ობლაკი ატლეტიკო სლოვენია GK 91
მოჰამედ სალაჰი ლივერპული ეგვიპტე RW 90
ლუკა მოდრიჩი რეალი ხორვატია CM 90
ვირჯილ ვან დეიკი ლივერპული ჰოლანდია CB 90
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ბარსელონა გერმანია GK 90

FIFA 2020-ში 90+ რეიტინგი მხოლოდ 10 ფეხბურთელს აქვს. ათეულის შემდეგ კი 89 რეიტინგით კილიან მბაპე, ჰარი კეინი, ანტუან გრიზმანი, სერხიო აგუერო, რობერტ ლევანდოვსკი, ლუის სუარესი, ნ’გოლო კანტე, სერხიო ბუსკეტსი, ჯორჯო კიელინი, კალიდუ კულიბალი, სერხიო რამოსი, დავიდ დე ხეა და ალისონ ბეკერი არიან.