დანია უმთავარმწვრთნელოდ გვეწვევა

0
4

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 8 სექტემბერს, “დინამო არენაზე” დანიას უმასპინძლებს. ეს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი იქნება.

მატჩამდე დანიის ფეხბურთის ფედერაციამ დააანონსა, რომ უახლოეს მატჩებში ნაკრებს მთავარი მწვრთნელი, ოგე ჰარეიდე გამოაკლდა. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, სპეციალისტი საქართველოში ვერ ჩამოვა. აღნიშნულის მიზეზი ის ოპერაციაა, რომელიც დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მუხლზე ახლახანს გაიკეთა. როგორც ცნობილია, დანიას ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი უხელმძღვანელებს.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და დანიას შორის 8 სექტემბერს, 20:00 საათზე შედგება. ივნისში, კოპენჰაგენში დანია-საქართველოს მატჩი სკანდინავთა 5:1 მოგებით დასრულდა.