ბორჯღალოსნები – ოცდაათს პლუს გორგოძე

0
6

ბორჯღალოსნების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა, ის 31 ბორჯღალოსანი დაასახელა, რომლებიც იაპონიაში, 2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ღირსებას დაიცავს.

საქართველოსთვის მიჯრით მეხუთე მსოფლიო თასი, მეოთხე იქნება ორი ჩვენი მორაგბისთვის – ბორჯღალოსნების ყველა დროის მელელოვისთის და გამორჩეული კაპიტანის მამუკა გორგოძისთვის, რომელსაც სანაკრებო კარიერა დასრულებული ჰქონდა, თუმცა რადგან გუნდს დასჭირდა იგი დაბრუნდა. მეოთხე მსოფლიო თასზე იასპარეზებს ასევე ცენტურიონი დავით კაჭარავა, რომელმაც შოტლანდიასთან თბილისში გამართულ ტესტში 115-ე კეპი მოიხვეჭა.

იაპონია 2019 მე-5 მსოფლიო თასი იქნებოდა პირველი ქართველი ცენტურიონისთვის, მერაბ კვირიკაშვილისთვის, რომელმაც შეკრებაზე საზარდული დაიზიანა და ამის გამო გამოაკლდა გუნდს.

რაგბის უდიდეს ფორუმზე მესამედ ითამაშებენ ჯაბა ბრეგვაძე, ლაშა მალაღურაძე, გიორგი ნემსაძე, სანდრო თოდუა და შალვა სუთიაშვილი. იგივეს შანსი ჰქონდა ლაშა ხმალაძეს, მაგრამ მას 2015 წლის მსოფლიო თასი ტრავმის გამო გაუცდა.

გორგოძე ნაკრებს ჯერ კიდევ 3 წლის წინ დაემშვიდობა, მაგრამ ბოლოდროინდელი ტრავმების ფონზე, გუნდში არსებული სიტუაცია გაითვალისწინა და გულშემატკივართა გასახარად, ბორჯღალოსნებს თხოვნას – ნაკრებში დაბრუნებულიყო, დათანახმდა. მისი საკითხი 99%-ით გადაწყვეტილია და კლუბის ინტერესების გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში რეალობად უნდა იქცეს. ის ერთადერთი მორაგბეა, რომელსაც წელს გუნდთან ერთად მზადების პროცესი არ გაუვლია და გუნდს 8 სექტემბრის შემდეგ, ფორს მაჯორში შეუერთდება (თუ ტულონის ინტერესები არ გადაიკვეთება).

31 მორაგბიდან 13 მსოფლიო თასზე ‘ნათლობას’ მიიღებს, მათგან ყველაზე ახალგაზრდა კვაჭი ვანო კარკაძეა, რომელსაც 19 წელი ახლახანს შეუსრულდა. სულ გუნდში 17 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა.

იაპონიაში წამსვლელთაგან 22 ლეგიონერია, 9 კი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს. შერკინების ხაზში შიდა ჩემპიონატიდან მხოლოდ ერთი მორკინალი გვყავს, ლეგიონერთა უმეტესობა კი საფრანგეთის ტოპ 14-ის წარმომადგენელია.

იაპონიაში გამგზავრებამდე, ბორჯღალოსნები ედინბურგში ჩავლენ და შოტლანდიის ნაკრებთან “მარიფილდზე” დასკვნით მოსამზადებელ შეხვედრას გამართავენ.

 

საქართველოს ბორჯღალოსნები

2019 | მსოფლიო თასის 31-კაცა რაზმი

No სახელი და გვარი დაბ ბრჯ
მონაგარი

მსოფლიო

# მონაგარი
უკანა ხაზი [14 ბექი]
სანდრო თოდუა 1987 79 11ლ 2სბ 2 6 :
სოსო მათიაშვილი 1993 18 6 2121ჯ [135 ქ] 0 : :
მირიან მოდებაძე 1997 9 5 0 : :
ზურაბ ძნელაძე 1992 8 0 : :
დავით კაჭარავა 1985 115 4@ 223სბ 3 10
მერაბ შარიქაძე 1993 63 16@ 12 1 4 :
თამაზ მჭედლიძე 1993 52 7ლ სბ 1 4 :
გიორგი კვესელაძე 1997 18 3 0 : :
10 ლაშა მალაღურაძე 1986 91 541გ 25 3ა [191 ქ] 2სბ 2 5 ლ გ ჯ [10 ქ]
10 ლაშა ხმალაძე 1988

75

9ლ 4გ [53 ქ] 2 3
10 თედო აბჟანდაძე 1999 8 86 [41] 0 : :
9 გიორგი ბეგაძე 1986 65 2სბ 1 4 :
9 ვასილ ლობჟანიძე 1996 44 8 1 4 :
9 გელა აფრასიძე 1998 16 2 7გ [24 ქ] 0 : :
შერკინება [17 ფორვარდი]
1 მიხეილ ნარიაშვილი 1990 55 1@ 2ლ სბ 1 4 :
1 გურამ გოგიჩაშვილი 1998 5 0 : :
2 შალვა მამუკაშვილი 1990 67 6ლ სბ 1 4 :
2 ჯაბა ბრეგვაძე 1987 54 2 4სბ 2 7 სბ
2

ვანო კარკაძე

2000 2 : 0 : :
3 ლევან ჩილაჩავა 1991 49 8 სბ 1 3 :
3 გიორგი მელიქიძე 1996 13 0 : :
3 ბექა გიგაშვილი 1992 8 : 0 : :
2ხ გიორგი ნემსაძე 1984

91

11@ 14ლ 6სბ 2 4 :
2ხ შალვა სუთიაშვილი 1984 76 15@ 2ლ 3სბ 2

5

:
2ხ მამუკა გორგოძე 1984 71 13@ 26ლ 5სბ 3 11 43ლ სბ
2ხ კოტე მიქაუტაძე 1991 58 2ლ 3სბ 1 4 :
3 გიორგი თხილაიშვილი 1991 50 11ლ სბ 1 3
3 ლაშა ლომიძე 1992 45 6 + 2სბ 1 2 :
3 ოთარ გიორგაძე 1996 21 4ლ 0 : :
3 ბექა გორგაძე 1996 18 6ლ + შ 2სბ 0 : :
3 ბექა საღინაძე 1998 4 : 0 : :