ფიფამ ნომინანტთა სამეულები დაასახელა

0
36

ფიფამ 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტთა სია სამამდე შეამცირა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით გამარჯვებისთვის არგენტინელი ლიონელ მესი, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ და ჰოლანდიელი ვირჯილ ვან დეიკი იბრძოლებენ. ლაურეატები კი 23 სექტემბერს, მილანში გამოვლინდებიან.
პრეტენდენტთა სამეულები გამოვლინდა სხვა ნომანციებშიც:
საუკეთესო მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი, არგენტინა), იურგენ კლოპი (ლივერპული, გერმანია), პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი);


საუკეთესო მეკარე: ალისონი (ლივერპული, ბრაზილია), ედერსონი (სიტი, ბრაზილია), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა, გერმანია);
საუკეთესო გოლი (ფერენც პუშკაშის პრიზი): ლიონელ მესი (არგენტინა), დანიელ შორი (უნგრეთი), ხუან კინტერო (კოლუმბია)